სალვადორ დალიმ ერთხელ ასეთი რამ განახცადა: ”ყოველ დილას აღუწერელი ბედნიერების შეგრძნება მაღვიძებს მხოლოდ იმის გამო, რომ სალვადორ დალი ვარ. მართლაც უსაზღვროდ სასიამოვნოა , იყო სალვადორ დალი. როგორც კი გამოვფხიზლდები, საკუთარ თავს აღფრთოვანებით ვეკითხები, ნეტავ დღეს რა შესანიშნავი რამეების გაკეთებას აპირებს ეს სალვადორ დალი?”
ამ სიტყვების შემდეგ ეს ექსცენტრიული ესპანელი დიდი ხალისით აკეთებდა ყველაფერს, რაც კი თავში მოუვიდოდა. თავში კი მართლაც გასაოცარი იდეები მოსდიოდა.იგი პარიზის ცნობილ სასტუმრო ,,მაურისში” ხშირად დადიოდა. მომსახურე პერსონალი მხატვრის წასვლის შემდეგ მასზე დაუჯერებელ ისტორიებს ჰყვებოდა.
როგორც წესი, დალი მთელ სართულს იკავებდა იმის გამო, რომ სასტუმროს დერეფანში ველოსიპედით სეირნობა უყვარდა. უდტრტვინველი სახით ითხოვდა თხის არვეს მოყვანას. თხები ძვირადღირებული სასტუმროს ოთახებში დარბოდნენ და კიკინებდნენ . დალი კი მათ ფუჭ ვაზნებს ესროდა. მისი ბრძანებით , აივანზე კუპრით სავსე კასრებს დგამდნენ, ის კი მანეკენებს აიძულებდა , თავი შიგ ჩაეყოთ.
შთაგონებისათვის ზოგჯერ ბუზები სჭირდებოდა. სასტუმროს მომსახურე პერსონალი მათ ბაღში იჭერდა , მხატვარი კი თითოეულს 5 ფრანკად ყიდულობდა. დალის შეეძლო დარბაზში, სადაც მეტად პატივსაცემი სტუმრები ელოდნენ, საკუთარ წარმომადგენლად ცხენი ან აქლემი შეეშვა. ზოგჯერ თავიდან ფეხებამდე მწვანე ფერის სამოსს იცვამდა, მწვანე ფერის ღია ”კადილაკში”ჯდებოდა, გვერდით იმავე ფერის სამოსში გამოწყობილ ცოლს , გალას, ისვამდა და ქუჩაში მოძრაობას აჩერებდა. სასტუმროდან გასვლის საკუთარი წესი ჰქონდა. მანქანის ბორბლებქვეშ მონეტებს ყრიდა და ამაყად აცხადებდა , მთელ პარიზში მანქანას ოქროებზე დავაქროლებო.
გარდა ამისა, მას საკუთარი ნომრის კედლების მოხატვა ჩვევად ჰქონდა გადაქცეული, როდესაც სასტუმროდან მოდიოდა , მთელ სართულს არემონტებდნენ, კედლებს კი თავიდან ღებავდნენ. დღეს დალის თაყვანისმცემლები მისი შედევრების ამგვარად განადგურებას მკრეხელობად მიიჩნევენ.
სალვადორ დალი საკუთარ თავს ”ღვთაებრივ დალის” ეძახდა. სურდა , ერთი შეხედვით ეცნოთ, არასოდეს არავისში შეშლოდათ, ამიტომ ატარებდა გრძელსა და აპრეხილ ულვაშებს, უცნაურ ქუდს, უცნაურ სამოსს, აწყობდა სკანდალებს. ხატავდა თავის მოგონებებს , შიშებს, ოცნებებს, გასაოცარ შეგრძნებებს, ილუზიებსა და კოშმარულ სიზმრებს.
დალის 1982 წელს ესპანეთის მეფემ, ხუან კარლოსმა, მარკის დე პუბოლის ტიტული მიანიჭა. მას შეეძლო , თავისი ცხოვრების ნებისმიერი მომენტი ლეგენდად ექცია, აფორმებდა მოდების ჟურნალებს -”ვოგსა” და ”ჰარპერზ ბაზაარს”, სუნამოს ფლაკონებს ქმნიდა. საკუთარ თავს გენიოსად მიიჩნევდა, გარშემომყოფნი კი შეშლილად და უგუნურად თვლიდნენ. ამის პასუხად ამაყად აცხადებდა, ჩემსა და შეშლილს შორის ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ მე შეშლილი არ ვარო. უმეტესობა გენიოსად მიიჩნევს, თუმცა ოპონენტებიც ჰყავს. ისინი აცხადებენ, რომ დალის იმაზე მეტ ყურადღებას აქცევდნენ, ვიდრე იმსახურებდა. სამშობლოში ისე არ სცემდნენ თაყვანს, როგორც მის ფარგლებს გარეთ. ესპანეთში მოღალატესაც კი ეძახდნენ იმის გამო, რომ ფრანკოს ფაშისტურ რეჟიმს უჭერდა მხარს.
ასე თუ ისე, მის მიმართ გულგრილი არავინაა. იგი მართლაც გასაოცარი ადამიანი იყო. საკუთარ თავს დიდ პროვოკატორს ეძახდა და ამბობდა, რომ დედის მუცელშივე პროვოკატორი იყო.